სსიპ ქალაქ გორის #11 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი ირმა კურტანიძე 2018 – 2019 სასწავლო წელი გაკვეთილის რეფლექსია 2019 წლის 29 იანვარს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში ჩავატარე შიდა შეფასების გაკვეთილი, თემაზე „Дни недели“,...
More
სსიპ ქალაქ გორის #11 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი ირმა კურტანიძე 2018 – 2019 სასწავლო წელი გაკვეთილის რეფლექსია 2019 წლის 29 იანვარს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში ჩავატარე შიდა შეფასების გაკვეთილი, თემაზე „Дни недели“, რომელზეც დამესწრო შეფასების ჯგუფი. გაკვეთილის მიზნის შესაბამისად, მოსწავლეებს უნდა მოესმინათ უცხოენოვანი ტექსტი, წაიკითხათ ლექსი და კითხვებზე პასუხი გაეცათ, შეედგინათ წინადადებები და შეესწავლათ კვირის დღეები. გაკვეთილი წარიმართა გეგმით განსაზღვრული აქტივობების გათვალისწინებით. დაგეგმილი აქტივობები გამომდინარეობდა საგაკვეთილო მიზნიდან. შეფასების კრიტერიუმები კავშირში იყო საგაკვეთილო მიზანთან და აქტივობებთან. გაკვეთილის დასაწყისშივე მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა და მიზანი, რამაც ხელი შეუწყო მათ მობილიზებას. გავაცანი შეფასების კრიტერიუმები, შევახსენე ქცევის წესები. წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნის მისაღწევად ვიზუალური აღქმის ეფექტის გააქტიურებისთვის გამოვიყენე ელექტრონული რესურსი ზმნის უღლების თემაზე, რამაც გაზარდა მოსწავლეთა აქტიუ
Less