სსიპ ქალაქ გორის #11 საჯარო სკოლის მე-5 კლასში ჩატარებული რუსული ენის გაკვეთილის რეფლექსია 2019 წლის 12 თებერვალს ჩავატარე გარე დაკვირვების გაკვეთილი რუსულ ენაში თემაზე “Природа по временам года.“ გაკვეთილი წარიმართა გეგმით განსაზღვრული აქტივობების...
More
სსიპ ქალაქ გორის #11 საჯარო სკოლის მე-5 კლასში ჩატარებული რუსული ენის გაკვეთილის რეფლექსია 2019 წლის 12 თებერვალს ჩავატარე გარე დაკვირვების გაკვეთილი რუსულ ენაში თემაზე “Природа по временам года.“ გაკვეთილი წარიმართა გეგმით განსაზღვრული აქტივობების შესაბამისად, რომლებიც გამომდინარეობდა საგაკვეთილო მიზნიდან. შეფასების კრიტერიუმები კავშირში იყო საგაკვეთილო მიზანთან და აქტივობებთან. ეფექტურად გამოვიყენე რესურსებიც, რამაც უზრუნველყო მოსწავლეთა დაინტერესება. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ აქტივობებში, რადგან ყველგან შეტანილი იყო თამაშის ელემენტები. შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებდი თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს. ბავშვები ძირითადად იცავდნენ ქცევის წესებს და მათი შეხსენება არ დამჭირვებია. მოსწავლეებმა გაამართლეს ჩემი მოლოდინები და ვფიქრობ, შედეგი მიღწეულია. გაკვეთილის დასაწყისში, მობილიზებისთვის მოსწავლეებმა გაიხსენეს ქცევის წესები. ინფორმირების მიზნით, გავაცანი თემა, მიზანი, აქტივობები და შეფასების რუბრიკები საპრეზენტაციო პროგრამის საშუალებით, რაც ბავშვებისთვის მარტივად აღსაქმელი
Less