ხაზი გაუსვით მნიშვნელოვან საკითხებს, გაუგებარ სიტყვებს, ტერმინებს, მონიშნეთ პერსონაჟები: გვრიტი (ზღაპარი) იყო და არა იყო რა, იყო ერთი გვრიტი. ცხოვრობდა თავისთვის ხეზე. ერთხელ ბარტყების საჭმლისათვის შორს მოუხდა წასვლა. ბოროტმა კაცმა ამ დროს ბარტყები ამოუსხა...
More
ხაზი გაუსვით მნიშვნელოვან საკითხებს, გაუგებარ სიტყვებს, ტერმინებს, მონიშნეთ პერსონაჟები: გვრიტი (ზღაპარი) იყო და არა იყო რა, იყო ერთი გვრიტი. ცხოვრობდა თავისთვის ხეზე. ერთხელ ბარტყების საჭმლისათვის შორს მოუხდა წასვლა. ბოროტმა კაცმა ამ დროს ბარტყები ამოუსხა ბუდიდან და შინ წაიყვანა. დაბრუნდა გვრიტი და შვილები ბუდეში აღარ დაუხვდნენ. დაღონდა მწარედ. წავიდა ბარტყების საპოვნელად. შემოეყარა წინ მამალი. - გვრიტო, გვრიტო, სად მიფრინავო? - შვილების საპოვნელადო. - მეც შენი მშველელი ვიქნებიო. - ძალიან კარგიო. იარეს, იარეს და ახლა მახათი შემოეყარათ გზაზე. - გვრიტო, გვრიტო, სად მიფრინავო? - შვილების საპოვნელადო. - მეც შენი მშველელი ვიქნებიო, - დაედევნა უკან მახათიც. იარეს, იარეს და ახლა ფილთაქვა შეხვდათ. - გვრიტო, გვრიტო, სად მიფრინავო? - შვილების საპოვნელადო. - მეც შენი მშველელი ვიქნებიო. გამოუდგა უკან ფილთაქვაც. ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, ბოლოს წინ შემოეყარათ ვირი. ყროყინ - ყროყინით იკითხა:
Less