პაწაწინა ზღვის ურჩხული ჰიპოკამპუსი (Hippocampus) - ცხენი ურჩხული - ასე ითარგმნება ზღვის ცხენის მეცნიერული სახელი. მისი თავი და კისერი ცხენისას ჰგავს, ხოლო ტანი ბოლოვდება კუდით, რომელსაც შეუძლია საგნების ჩაჭიდება. ეს არსება ზღვის ურჩხულების წიგნის პერსონაჟს...
More
პაწაწინა ზღვის ურჩხული ჰიპოკამპუსი (Hippocampus) - ცხენი ურჩხული - ასე ითარგმნება ზღვის ცხენის მეცნიერული სახელი. მისი თავი და კისერი ცხენისას ჰგავს, ხოლო ტანი ბოლოვდება კუდით, რომელსაც შეუძლია საგნების ჩაჭიდება. ეს არსება ზღვის ურჩხულების წიგნის პერსონაჟს ჰგავს. მართლაც, ჰიპოკამპუსი ბუნების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თევზია. ბუნებაში დაახლოებით 25 სახეობის ზღვის ცხენი არსებობს, რომელთა უმრავლესობაც დედამიწის თბილ ზღვებში ბინადრობს. ჯუჯა ზღვის ცხენი, რომელიც ზრდასრულ ასაკს მიაღწევს, ერთ სანტიმეტრზე ოდნავ გრძელია. ზოგი კი სიგრძით 30 სანტიმენტრსაც აჭარბებს.
Less